ფეხბურთი

16:30 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" გიორგი ზარია დაიმატა

გიორგი ზარია, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში უგუნდოდ იყო, კარიერას „დინამო თბილისში გააგრძელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, კონტრაქტი გაფორმდა და ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა.

გიორგი ზარია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ალმაატის „კაირატში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ორჯერ გახდა ყაზახეთის ჩემპიონი, ერთხელ ყაზახეთის თასი მოიგო და 55 მატჩში 12 გოლი გაიტანა. „კაირატის“ მაისურით მან ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, სადაც გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ დანიურ „კოპენჰაგენთან“ საგოლე პასი მიითვალა.

გიორგი მანამდე, 2020-2024 წლებში „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, ხოლო კარიერა სწორედ „დინამო თბილისიდან“ დაიწყო, სადაც 2016-2020 წლებში გამოდიოდა. ასე რომ, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

გიორგი ზარიას საქართველოს ნაკრებში ორჯერ უთამაშია, თუმცა, ეროვნული ნაკრების მუდმივ წევრად ვერ იქცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166668