ფეხბურთი

2:00 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში "მილანის" წაუგებელი სერია გრძელდება

იტალიის სერია A-ს 25-ე ტური „პიზა“ – „მილანის“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი პირველი ტაიმის ბოლოს რუბენ ლოფტუს-ჩიკის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკლას ფიულკრუგმა პენალტი ვერ გაიტანა, რისთვისაც „მილანი“ დაისაჯა - „პიზამ“ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, „როსონერიმ“ მაინც მოიგო, რაც ლუკა მოდრიჩის დამსახურებაა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა.

„მილანს“ სერია A-ში 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ტოპლიგებში ერთადერთი გუნდია, რომელსაც სტუმრად ამ სეზონში მარცხი არ განუცდია. „მილანი“ ერთადერთხელ დამარცხდა, ისიც შინ და პირველ ტურში.

„მილანი“ 53 ქულით მეორე ადგილზეა და „ინტერს“ ჩამორჩება, 18 თებერვალს კი, „კომოს“ 24-ე ტურის გამოტოვებული მატჩის ეგიდით დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172567