NBA-ში მორიგი მატჩი მოიგო "ორლანდო მეჯიქმა", გოგას გუნდი "ბრუკლინ ნეთს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 104:103 იმარჯვა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 93:93 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც "ორლანდომ" უკეთესად ითამაშა და სეზონში 21-ე გამარჯვება ჩაიწერა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 13:32 წუთი გაატარა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მცირე დროში 6 ქულას, 10 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო სროლა 2 ჯერ ესროლა და ორივე ააცილა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 21 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.







