კალათბურთი

10:18 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" დაძაბულ ბრძოლაში მოიგო, მამუკელაშვილმა 10 ქულა ჩააგდო

NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეთს" ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 97:96 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:45 წუთი გაატარა. ქართველმა ხსენებულ დროში 10 ქულას, 3 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ისროლა ზუსტად.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კანადელთა მხრიდან არ ჯეი ბარეტი გახდა, რომელმაც მატჩი 28 ქულით, 7 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.


შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს "ბოსტონ სელტიკის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090046