ფეხბურთი

1:32 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას გოლი კონფერენს ლიგაზე "ფიორენტინასთან"

კონფერენს ლიგის მეექვსე ტურში შვეიცარიულმა „ლოზანამ“ ფლორენციის „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი გაბრიელ სიგუამ გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა 59-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს.

გაბრიელ სიგუას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად კონფერენს ლიგაზე მისი მონაგარი 7 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასია.

„ლოზანამ“ 11 ქულით ფაზის ეტაპი მეცხრე ადგილზე დაასრულა და 1/16-ფინალში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171058