ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ სტუმრად „კარდიფ სიტი“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გოლები გავიდა. „ჩელსი“ შეცვლაზე შესულმა ალეხანდრო გარნაჩომ დააწინაურა, მასპინძლებმა კი ანგარიში დევიდ ტერნბელის გოლით უპასუხეს.
82-ე წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ პედრო ნეტომ სტუმრები მეორედ გაიყვანა წინ, ხოლო ბოლოსკენ გარნაჩომ დუბლიც შეასრულა და ენცო მარესკას გუნდმა 3:1 მოიგო.
„ჩელსი“ ნახევარფინალშია, დანარჩენი სამი ნახევარფინალისტის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.
„კარდიფი“ – „ჩელსი“ 1:3 (0:0)
გოლები: 0:1 გარნაჩო (57), 1:1 ტერნბელი (75), 1:2 ნეტო (82), 1:3 გარნაჩო (90)






