ისლანდიის თასის მერვედფინალში რატი ანდრონიკაშვილის „ალფტანესი“ სტუმრად „სტიარნანთან“ 74:94 დამარცხდა.
თუმცა ქართველ კალათბურთელს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: ანდრონიკაშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 13 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. რატიმ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი ააცილა.
„ალფტანესი“ ამ მარცხით ისლანდიის თასის გათამაშებას გამოეთიშა.









