ფეხბურთი

18:15 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

41 წლის ტიაგო სილვა იანვარში ევროპაში დაბრუნებას გეგმავს

ვეტერანი ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა „ფლუმინენსეს“ ტოვებს, მაგრამ ასაკის მიუხედავად კარიერის დასრულებას არ აპირებს.

41 წლის ფეხბურთელი იანვრიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერი კლუბისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სილვას მიზანია, რომ ევროპაში დაბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ საუბრობენ „მილანზე“, რომელიც ზამთარში ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს, ხოლო ტიაგო სილვა „როსონერის“ ძალიან კარგად იცნობს, სადაც 2009-2012 წლებში შესანიშნავად თამაშობდა.

ტიაგო სილვამ „ფლუმინენსეში“ 2024 წლიდან 65 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო წლები პსჟ-ში აქვს გატარებული, ასევე ოთხი წლის განმავლობაში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094241