საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-ოფები დასრულდა და ყველაფერი გაირკვა: ტყიბულის „მეშახტე“ და „სპაერი“ ისტორიაში პირველად ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ.
„მეშახტემ“ „თელავს“ აჯობა. ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, იგივე ანგარიში დაფიქსირდა საპასუხო თამაშშიც. ინიგო მარტინის პენალტით „თელავი“ დაწინაურდა, მაგრამ 74-ე წუთზე ემანუელ ფობიმ გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, არც დამატებით დროში და ყველაფერი პენალტებმ გადაწყვიტა, რომელიც ლადო ბურდულის გუნდმა 4:2 მოიგო. „მეშახტეს“ კაპიტანმა და მეკარემ ლევან ტყეშელაშვილმა ორი პენალტი მოიგერია, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
ამრიგად, „მეშახტე“ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, „თელავი“ - ეროვნულ ლიგა 2-ში.
„სპაერი“, რომელმაც შარშან საქართველოს თასი მოიგო და შემდეგ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ისტორიაში პირველად აღზევდა უმაღლეს დივიზიონში.
„სპაერმა“ „გარეჯთან“ პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგო. ეს უპირატესობა კი შინ შეინარჩუნა. ანზორ კიღურაძის გუნდი ზაქარია ბასილაშვილის გოლით დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმში ათწუთიან ინტერვალში ლევან პაპავამ პენალტებით დუბლი შეასრულა. თუმცა, „გარეჯმა“ მეტი ვერ გაიტანა, 2:1 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.
ამრიგად, ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონში „იბერია“, „დილა“, „ტორპედო“, „დინამო თბილისი“, „სამგურალი“, „გაგრა“, „დინამო ბათუმი“, „რუსთავი“, „სპაერი“ და „მეშახტე“ ითამაშებენ.
ეროვნული ლიგა 2-ის ყველა მონაწილე ხვალ გაირკვევა, როცა ლიგა 2-სა და ლიგა 3-ის პლეი-ოფები გაიმართება.
„სპაერი“ – „გარეჯი“ 1:2 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2
გოლები: 1:0 ბასილაშვილი (28), 1:1 პაპავა (53, პენ), 1:2 პაპავა (63, პენ)
„თელავი“ – „მეშახტე“ 1:1 (1:0) პენ: 2:4 - ორი მატჩის ჯამში: 2:2
გოლები: 1:0 მარტინი (31, პენ), 1:1 ფობი (74)






