ესპანეთის ლა ლიგაში, „ლევანტე“ – „ვილიარეალის“ მატჩი გადაიდო. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შეხვედრა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ვალენსიაში მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, უსაფრთხოების მიზნით გადაიდო.
მატჩის ჩატარების ახალი თარიღი და დრო უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და 35 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ლევანტეს“ მძიმე მდგომარეობა აქვს - 9 ქულით ბოლო პოზიციაზეა.






