ფეხბურთი

2:10 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ორი ავტოგოლი და „არსენალის“ რთული გამარჯვება „ვულვზთან“

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „არსენალმა“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლა და მძიმე შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ორი ავტოგოლი მიითვალეს.

მე-70 წუთზე სემ ჯონსტონმა საკუთარ კარში გაიტანა, რითაც მიკელ არტეტას გუნდს უპირატესობა მოუტანა. ტოლუვალასე აროკოდარემ 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. 90+4 წუთზე კი იერსონ მოსკერამ მეორე ავტოგოლი შეაგდო. საბოლოოდ - 2:1.

ამ თამაშის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილს 36 ქულით ლიდერობს, ხოლო „ვულვერჰემპტონი“ ორი ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.

შემდეგ რაუნდში „მეთოფეები“ 20 დეკემბერს სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „მგლები“ ​​იმავე დღეს საკუთარ მოედანზე „ბრენტფორდს“ უმასპინძლებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-16 ტური. 13 დეკემბერი: ლივერპული - ბრაიტონი 2:0, ჩელსი - ევერტონი 2:0, ბარნლი - ფულემი 2:3, არსენალი - ვულვერჰემპტონი 2:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.150407