ფეხბურთი

1:26 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდება

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ 2025 წლის ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ბრაზილიელებმა აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ეგვიპტის „პირამიდზს“ 2:0 მოუგეს.

24-ე წუთზე მცველმა ლეო პერეირამ „ფლამენგო“ დააწინაურა. 52-ე წუთზე „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა დანილომ თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა.

ადრე, მეოთხედფინალში, „ფლამენგომ“ მექსიკური კლუბი „კრუს ასული“ 2:1 დაამარცხა. ტურნირის გამარჯვებული ფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელიც ოთხშაბათს, 17 დეკემბერს გაიმართება ყატარში, კლუბ „ალ რაიანის“ აჰმად ბინ ალის სახელობის სტადიონზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08943