ფეხბურთი

0:33 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" "ალავესთან" შესაძლოა 11 ფეხბურთელი დააკლდეს

მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩს „ალავესთან“ საკადრო პრობლემებით ხვდება. ჩაბი ალონსოს მოახლოებულ შეხვედრაში 9 ფეხბურთელზე დაყრდნობა არ შეეძლება, კიდევ ორის თამაშის საკითხი გაურკვეველია.

ტრავმების გამო „რეალს“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, დანი კარვახალი, ფერლან მენდი და ედუარდო კამავინგა დააკლდებიან, დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ენდრიკი, ფრან გარსია და ალვარო კარერასი ვერ გავლენ.

როგორც ხედავთ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაცვის ხაზშია. გარდა ამისა, ფედერიკო ვალვერდეს და კილიან მბაპეს თამაში საეჭვოა. ორივე ბოლო დღეებში გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ თამაში შეძლონ - ეს ბოლო მომენტში გაირკვევა.

სამაგიეროდ, გუნდს ნოემბრის შემდეგ დაუბრუნდა ცენტრალური მცველი დინ ჰაუსენი, რომლის გამოჩენა ძირითად შემადგენლობაშია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ყველა ტურნირზე ბოლო ორი მატჩი წააგო, უშუალოდ ლა ლიგაში კი ბოლო ტურში ერთადერთხელ იმარჯვა, რის შედეგადაც „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09769