საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ტრაპანის“ უმასპინძლა და 80:83 დამარცხდა.
იტალიელებმა სამ პერიოდში აჯობეს მეტოქეს, ხოლო „ტენერიფემ“ მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო.
გიორგი შერმადინმა არასრულ 24 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ D ჯგუფში 4 მოგებით და 1 წაგებით ლიდერია და ბოლო ტურში 16 დეკემბერს, „ბნეი ჰერცლიას“ ესტუმრება.









