საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „სპაერმა“ სტუმრად „გარეჯი“ 2:0 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა ისტორიაში პირველად ეროვნული ლიგისკენ.
ანზორ კიღურაძის გუნდი 25-ე წუთზე ზაქარია ბასილაშვილის გოლით დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმში საბა გეგიაძემ სხვაობა გააორმაგა. საპასუხო მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება და ორმატჩიანი დუელის მოგებულიც გაირკვევა.
„სპაერი“ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გავიდა, „გარეჯი“ ეროვნულ ლიგაში მეცხრე პოზიციაზე. შეგახსენებთ, რომ „სპაერს“ მოგებული აქვს საქართველოს თასი და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, ეროვნულ ლიგაში კი ჯერ ერთი სეზონიც არ გაუტარებია.
დღესვე, პლეი-ოფის მეორე მატჩი იყო, რომელშიც „მეშახტე“ და „თელავი“ დაზავდნენ (1:1).
„გარეჯი“ – „სპაერი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბასილაშვილი (25), 0:2 გეგიაძე (71)






