ფეხბურთი

1:43 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, "უოტფორდი" მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდმა“ „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

წინა ტურში მიღებული ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გიორგი მოედანზე თავიდანვე გავიდა. მან 69-ე წუთამდე ითამაშა, სანამ შეცვლიდნენ. „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ 97-ე წუთზე ვივალდო სემედომ გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 20 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, სტუმრად „ვრექსემს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175219