„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი MLS-ის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სრულიად ლოგიკურად და დამსახურებულად: არგენტინელმა 49 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 28 საგოლე პასი გააკეთა, რაც მთავარია, „ინტერ მაიამის“ პირველ საჩემპიონო ტიტულში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ამრიგად, მესის მდიდარ კარიერას მორიგი ჯილდო შეემატა - MLS-ის სეზონის MVP.









