საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო ბათუმმა“ ფოთის „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა და სეზონი მოგებით დაასრულა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქეს პრაქტიკულად პირველივე ტაიმში აჯობა. ლევან ხოზრევანიძემ, ბექა ბარამიძემ და გურამ ჯაფარიძემ სტუმრები სამჯერ დაამწუხრეს. მეორე ნახევარში ფოთელებმა გაიბრძოლეს, გიორგი კვირკველიას და ნიკოლას კაპანაძის გოლებით ჩამორჩენა მინუმუმამდე შეამცირეს, თუმცა ქულა ვერ გადაარჩიეს.
ფოთის „კოლხეთმა“ სეზონი 22 ქულით და ბოლო ადგილზე დაასრულა, შედეგად, ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა. „დინამო ბათუმმა“ მძიმე ფინანსური და მისგან გამოწვეული საკადრო პრობლემების ფონზე ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 43 ქულით ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა, ხვალ შეიძლება „სამგურალმა“ გადაასწროს, მაგრამ გუნდმა ადგილი შეინარჩუნა.
ეროვნული ლიგის სეზონი 6 დეკემბერს დასრულდება. მთავარი მატჩები „იბერია“ – „გაგრას“ და „დილა“ – „დინამო თბილისს“ შორის შედეგა, სწორედ ეს თამაშები გაარკვევს 2025 წლის ჩემპიონს.
„დინამო ბათუმი“ – „კოლხეთი“ 3:2 (3:0)
გოლები: 1:0 ხოზრევანიძე (7), 2:0 ბარამიძე (21), 3:0 ჯაფარიძე (39), 3:1 კვირკველია (53), 3:2 კაპანაძე (90)






