„სანტოსს“ ნეიმარის შენარჩუნება სურს. ბრაზილიელი ვარსკვლავის კონტრაქტი მშობლიურ კლუბთან დეკემბრის ბოლოს იწურება.
ნეიმარის გადაბირებას რამდენიმე კლუბი ცდილობს, თუმცა „სანტოსში“ დარწმუნებული არიან, რომ ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ნეიმარი „სანტოსში“ ბოლო ერთი წელია თამაშობს. ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მან 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ნეიმარი „სანტოსს“ ტრავმირებულიც ეხმარება სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და ბოლო ორ მატჩში მიუხედავად ტრავმისა, თავი 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.









