ფეხბურთი

11:35 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "თასი ჩვენი მიზანი იყო, წაგებით გაბრაზებულები უნდა ვიყოთ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის მერვედფინალში „ლაციოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„თასიდან გავარდნის გამო გაბრაზებულები უნდა ვიყოთ. იტალიის თასი ჩვენი მიზანი იყო და ვერ მივაღწიეთ. დღეს ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. გამარჯვებული ყოველთვის მართალია და „ლაციომ“ მოიგო. ვინც პირველ გოლს გაიტანდა, მოიგებდა. კუთხურზე თავის დაცვა უკეთ შეგვეძლო“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ იტალიის თასი 2003 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო „ლაციო“ მეოთხედფინალში „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088619