იტალიის თასის მერვედფინალში რომის „ლაციომ“ „მილანს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი მატია ძაკანიმ გადაწყვიტა, რომელმაც მე-80 წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და რომაული გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ოთხი დღის წინ სერია A-ს ეგიდით შეხვდნენ, ოღონდ მილანში და მაშინ მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ახლა მაურიციო სარის გუნდმა რევანში აიღო. საინტერესოა, რომ "მილანს" იტალიის თასი 2003 წლის შემდეგ არ მოუგია.
იტალიის თასზე ორი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია: „ატალანტა“ – „იუვენტუსი“, „ბოლონია“ – „ლაციო“, ხოლო „ინტერი“ „რომა“ – „ტორინოს“ წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ ან „კომოს“.






