ფეხბურთი

23:43 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დე იონგი და ფერმინ ლოპესი დაუბრუნდნენ

„ბარსელონას“ ნახევარმცველები ფრენკი დე იონგი და ფერმინ ლოპესი ტრავმებისგან გამოჯანმრთელდნენ, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

ორივე მოთამაშემ უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად, ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ „ბლაუგრანას“ მომავალ თამაშში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნიდერლანდელმა „ბარსელონას“ ბოლო მატჩი „ატლეტიკოსთან“ (3:1) გამოტოვა, ხოლო 22 წლის ესპანელი ნოემბრის ბოლოდან მოედანზე არ გამოჩენილა და ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

ამ სეზონში დე იონგმა 15 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფერმინის ანგარიშზე 13 მატჩში შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.

ლა ლიგის ლიდერი „ბარსელონა“ შემდეგ მატჩს „ბეტისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს - თამაში 6 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089805