„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა 2022 წელს გადაღებული არქივის ფოტო გააზიარა ალან შირერთან, ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთან ერთად. ინგლისელმა მანამდე ნორვეგიელს მიულოცა პრემიერლიგის მე-100 გოლი, რომელიც მე-14 ტურში, „ფულემის“ (5:4) წინააღმდეგ გაიტანა.
ამ პუბლიკაციის საპასუხოდ, ჰოლანდმა სოციალურ ქსელში 2022 წლის 3 აგვისტოს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:„ამ ბიჭისგან რამდენიმე რჩევა მივიღე“, -
„მადლობა 2022 წელს მოცემული რჩევისთვის - გაამართლა“, - დაწერა ჰოლანდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს ქვეშ პრემიერლიგაში 100 გოლის გატანის შემდეგ.






