მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ჩაბი ალონსოს გუნდმა „სან მამესზე“ „ბილბაო“ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
საუბრობენ, რომ ალონსოს „რეალში“ პრობლემები აქვს ფეხბურთელებთან, მაგრამ გუნდმა ამჯერად კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში კილიან მბაპემ და ედუარდო კამავინგამ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში მბაპემ დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„რეალმა“ ლა ლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 36 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 დეკემბერს, ვიგოს „სელტას“ უმასპინძლებს.






