ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „ბოტაფოგოს“ ქომაგ ლამაზმანებს შორის ყოველ წელს იმართება სახალისო კონკურს-შეჯიბრება, რომელიც „მის ბიტაფოგოდ“ წოდებულ ასულს გამოავლენს ხოლმე და ერთი წლის მანძილზე ამ გოგოს „ბოტას“ მატჩებზე დასწრება უფასოდ შეუძლია. სულ ესაა პრიზი.
ადრე ეს კონკურს-შეჯიბრება მართლა სახალისო იყო და გამარჯვებულების გამოვლენაც სულ სიცილ-კისკისში ჩაივლიდა ხოლმე, ახლა კი წელი არ გავა გოგოებმა ერთმანეთი რომ არ დაქოჩრონ იმის გამო, რომ თავად ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა და ეს ეს ტინგიცა ამბავი ლამის გლადიატორთა ჯახად გადაიქცა.
დიდი წვალებითა და კოლეგა გოგოების თმებით თრევის შემდეგ უკანასკნელი „მის ბოტაფოგო“, 26 წლის „ინსტაგრამ-ინფლუენსერი“ ბრენდა მორაესი გახდა, რომელმაც დაიქადნა - ეს რა არის, ისტორიაში პირველი ვიქნები, ვინც ზედიზედ ორი წელი იქნება ამ ტიტულის მატარებელიო და ვაი მას ვინც გზაზე გადამეღობებაო. მტერს და ავს!









