მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ბილბაოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
„სად არის დაპირებული rock and roll-ის ფეხბურთი? ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს... და ეს მოთამაშეები ყოველთვის ცდილობენ მაქსიმუმი გასცენ. მოთხოვნაა, რომ შემდეგ მატჩში უფრო მაღალი დონე გამოვიჩინოთ.
გონსალო გარსიას შეზღუდულ სათამაშო დრო? მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე სანახაობრივი იყო. მაგრამ მაშინ კილიან მბაპე არ გვყავდა. ახლა კილიანი გვყავს. გონსალო შეიძლება არ თამაშობდეს იმდენ წუთს, რამდენსაც იმსახურებს, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანია... ის ყოველთვის მზადაა.
როდრიგო? როდრიგოს უნდა დავუჯეროთ და ვენდოთ. არავის შეუძლია ეჭვი შეიტანოს მის ხარისხში. ის საუკეთესო ბიჭია, ყოველთვის საუკეთესო განწყობა ჰქონდა და ბევრს შრომობს. ველოდებით, როდის დაასრულებს ის ამ ნეგატიურ უგოლო სერიას. ბელინგემი? ვხედავ, რომ ის კარგად თამაშობს, ყოველდღიურად, უფრო და უფრო მოტივირებულია.
ზეწოლა სამსახურიდან გათავისუფლებაზე? ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, გუნდის მომზადებაზე. ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, სეზონის მესამედზე მეტი, ყველაფერი დაძაბულია, ბევრი მატჩია დარჩენილი, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ "რეალს" ლა ლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ლიდერის პოზიციაც დაკარგა. ბოლო დროს გახშირდა საუბარი, რომ ესპანელის მუშაობით ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა.






