„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოითხოვს, რომ შიდა ჩემპიონატებში გუნდების დაქვეითების სისტემა გაუქმდეს.
გარდა ამისა, კლუბების რაოდენობის შემცირების იდეაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა:
„სეზონი მოგვიანებით უნდა დავიწყოთ და ნაკლები კლუბი რომ გვყავდეს, ჩემპიონატს უფრო ადრე დავასრულებდით. ამ გზით, საერთაშორისო მატჩებისთვის შესვენებები გუნდებს ენერგიისგან არ დაცლის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კლუბია ტურნირში - მთავარია მათი ხარისხი.
დიდი შეცდომაა, რომ ლიგებიდან გუნდები ვარდებიან. თუ დამოკლესის მახვილი გკიდია თავზე და მოკრძალებულ კლუბს მართავ, ინვესტირების გეშინია. NBA-ში გავარდნა არ ხდება და იქ ყველა კლუბი მილიარდერი გახდა“, - თქვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა.






