იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის ბოლოს ტრადიციული დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და სერია A-ს გასული, 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად ანტონიო კონტე. სამაგიეროდ, სეზონის სიმბოლურში „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო „ინტერიდან“ - ხუთი.
სეზონის საუკეთესო გოლი: ალესანდრო დეიოლა (კალიარი – ვენეციას მატჩში)
საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე (ნაპოლი)
საუკეთესო კლუბი: ნაპოლი
საუკეთესო პრეზიდენტი: აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლი)
სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: მილე სვილარი (რომა)
მცველები: დენზელ დუმფრისი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ამირ რაჰმანი (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი)
ნახევარმცველები: ტიჯანი რეინდერსი (მილანი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)
თავდამსხმელები: მატეო რეტეგი (ატალანტა), მოიზე კინი (ფიორენტინა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)






