ფეხბურთი

18:33 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" მოუგებელი სერია შეწყვიტა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია „კრისტალ პალასთან“ შეწყვიტა, რომელსაც სტუმრად 2:1 აჯობა.

ლონდონელებმა ტაიმი ჟან-ფილიპ მატეტას გოლით 1:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ჯოშუა ზირკზემ და მეისონ მაუნთმა რუბენ ამორიმის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინეს.

შედეგად, „მანჩესტერმა“ 21 ქულა დააგროვა და სწორედ „კრისტალ პალასს“ გადაასწრო, რომლის აქტივში 20 ქულაა. მანჩესტერელთა მომდევნო მეტოქე „ვესტ ჰემი“ იქნება.

„კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მატეტა (36. პენ), 1:1 ზირკზე (54), 1:2 მაუნთი (63)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090868