„ფლამენგოს“ ვეტერანმა მცველმა დანილომ რეკორდი დაამყარა - ის პირველი ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა და ლიბერტადორესის თასი ორ-ორჯერ მოიგო.
ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირები აქამდეც მოუგიათ ფეხბურთელებს, მაგრამ ორივე მინიმუმ ორ-ორჯერ არავის - ეს მხოლოდ დანილომ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ „ფლამენგომ“ „პალმეირასთან“ ფინალი სწორედ 34 წლის მცველის გოლით მოიგო, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა ფინალის ერთადერთი გოლი და „ფლამენგომ“ ისტორიაში მეოთხედ მოიგო ლიბერტადორესის თასი, ბოლო 6 წელიწადში კი მესამედ.
დანილომ ჩემპიონთა ლიგა 2016 და 2017 წლებში მადრიდის „რეალში“ მოიგო, ხოლო ლიბერტადორესის თასი 2011 წელს „სანტოსში“ და 2025 წელს - „ფლამენგოში“.









