ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ განაცხადა, რომ კოლ პალმერი გამოჯანმრთელდა.
იტალიელს ეჭვი არ ეპარება, რომ პალმერს ესტევაოსთან ერთად თამაში შეუძლია:
„პალმერი დაბრუნდა და ის ალბათ, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია. ბედნიერები ვართ, რომ დაბრუნდა. ახლა მას ფორმაში 100%-ით შესვლისთვის დრო უნდა მივცეთ. პალმერსა და ესტევაოს ერთად თამაში რა თქმა უნდა, შეუძლიათ. ეს დამოკიდებულია მეტოქეზე და თამაშის გეგმაზეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი და ფანებიც, ჩვენც ველოდებით, რომ ერთად ითამაშებენ“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ბოლო პერიოდში პალმერი ტრავმის გამო აკლდა და მის გარეშე თამაშობდა.






