თამაშგარე

19:29 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომარიოს კაეშანი

„არ მამკვდარიყავ კარგ იყო,

მოკვდი, გეტირა დადაო!

მე შენი აგრე სიკვდილით,

აბა რა დამაკლდებაო?!

გაიშლებიან სუფრანი,

ბოთლები ჩარიგდებაო“


რა სამწუხაროა რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომარიო დე სოუზა ფარიამ ეს ფშავური კაფია არ იცის, თორემ თავისი ახლანდელი ფიქრებისა და დარდების გადმოსაცემად საეჭვოა სხვა სიტყვები დაეხარჯა.

საქმე იმაშია, რომ რომარიო რომელიც ერთ დროს საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსი და მმართველი პარტიის სიით პარლამენტში გასული დეპუტატი იყო, ახლა პოლიტიკურად გაკოტრებულად ითვლება და დღეებს წუწუნში ატარებს თუ როგორ ვერ გაუგო მას ბრაზილიელმა ხალხმა და ახლა რომც მოკვდეს, შეიძლება არც არავის გაახსენეს მისი სახელი.

საეჭვოა ასეთი მაგარი ფეხბურთელი ფეხბურთის მოყვარულებს ბრაზილიის საცოდავი პოლიტიკის გამო დაავიწყდეთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ რომარიოს აშკარად ნიჰილიზმი სტანჯავს და თვითგვემასაა მიცემული, რაც გაკოტრებული პოლიტიკოსისგან გასაკვირი არ უნდა იყოს.

თეგებირომარიო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163725