სევილიის „ბეტისის“ ფეხბურთელებმა ისკომ და სოფიან ამრაბატმა ერთმანეთს ტრავმები მიაყენეს.
ევროპა ლიგაზე „უტრეხტთან“ მატჩის მეორე წუთზე ისკო, კარისკენ ზურგით მყოფი საჯარიმოსთან ბურთის გაჩერებას აპირებდა, როდესაც ამრაბატმა ამავე ბურთის კარში დარტყმა გადაწყვიტა. მათ ერთმანეთის მოძრაობის ვერაფერი გაიგეს. ესპანელმა მაროკოელს ბურთის მიღება დაასწრო, სამაგიეროდ, ამრაბატი ისკოს შეეჯახა და ორივემ ტრავმა მიიღო...
მათ სცადეს თამაშის გაგრძელება, მაგრამ მეცხრე წუთზე ისკომ შეცვლა მოითხოვა, 5 წუთის შემდეგ ამრაბატმაც. ჯერჯერობით, უცნობია მათი დაზიანებების ხარისხი, მაგრამ მსგავს სიტუაციას ხშირად ვერ ნახავთ.
„ბეტისმა“ „უტრეხტის“ დამარცხება მატჩის დასაწყისში შექმნილი პრობლემის მიუხედავად მაინც მოახერხა და 2:1 გაიმარჯვა.






