დღეს აბუ დაბის გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით გიორგი სარდალაშვილი და თეიმურაზ ნოზაძემ იჭიდავეს.
სამწუხაროდ -66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა უკვე დაასრულა თეიმურაზ ნოძაძემ, ხოლო -60 კგ წონაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა ტურნირზე გამოსვლა კარგად დაიწყო და ნახევარფინალურ ეტაპამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონი მონღოლ არიუნბოლდ ენხატაივანთან იპონით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ სარდალაშვილის მეტოქე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბელგიელი ჟორე ვერსტრაეტენი იქნება. ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.









