„ლივერპულის“ ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმა მერსისაიდელების მთავარი პრობლემა გამოავლინა. „წითლებმა“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი წააგეს, გასულ ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან 1:4 დამარცხდნენ.
„გუნდის პრობლემები? ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა. ვიცით, რომ ჯერ კიდევ საუკეთესო გუნდი ვართ, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. რთული პერიოდია.
პსვ ეინდჰოვენთან მატჩის შედეგი? გაბრაზებულები ვართ წაგების გამო. პირველ ტაიმში, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. მაგრამ მეორეში ყველაფერი ცუდად განვითარდა. ძნელია სიტყვების პოვნა. ცუდ ფორმაში ვართ, სულ ეს არის“, - თქვა გრავენბერხმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.









