ფეხბურთი

13:45 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მწვრთნელმა კივუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხზე ისაუბრა

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მისი გუნდის მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხზე (1:2) ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანეს. თავი ხოსე ხიმენესმა გამოიჩინა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ეს შესანიშნავი მატჩი იყო. მეორე ტაიმში კარგად ვთამაშობდით. ვიცავდით თავს, მაგრამ ვცადეთ კონტრშეტევა და რამდენიმე შეცდომა დავუშვით პასებში. შეგვეძლო უფრო ზუსტი ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე, წავაგეთ“, - ციტირებს კივუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097263