ფეხბურთი

2:18 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს პოკერი, უდანაკარგო "არსენალი" და "ბაიერნის" პირველი წაგება

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესო, უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა.

ცენტრალურ მატჩში ლიდერები, „არსენალი“ და „ბაიერნი“ შეხვდნენ. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, იურიან ტიმბერს ლენარტ კარლმა უპასუხა. მიუნხენელთა 17 წლის ტალანტმა ერთი კვირის წინ თბილისში გაიტანა გოლი, დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალთან“ და მას დიდი მომავალი რომ აქვს, ეჭვგარეშეა. „ბაიერნმა“ მაინც წააგო, რადგან მეორე ნახევარში ნონი მადუეკემ და გაბრიელ მარტინელიმ ორჯერ გაიტანეს. ეს ვენსან კომპანის გუნდის პირველი მარცხია მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე. „ბაიერნს“ 12 ქულა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, „არსენალი“ კი, 15 ქულით ჩემპიონთა ლიგას ლიდერობს. „მეთოფეთა“ მომდევნო მეტოქე „ბრიუგეა“, ხოლო გერმანელები „სპორტინგს“ შეხვდებიან.

ბენეფისი ჰქონდა კილიან მბაპეს, რომელმაც პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ პოკერი შეასრულა და „რეალის“ მოუგებელი სერია შეწყდა. მბაპეს პოკერის მიუხედავად, „ოლიმპიაკოსმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია „რეალს“, თავიდან უგებდა კიდეც, მეორე ნახევარშიც ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ არ გამოუვიდა და 3:4 წააგო. „რეალს“ 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება, ხოლო „ოლიმპიაკოსს“ 2 ქულა აქვს და „კაირატს“ ესტუმრება. კილიან მბაპე 9 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი „ატლეტიკოსა“ და „ინტერს“ შორის გაიმართა, რომელიც მადრიდელებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგეს. ხულიან ალვარესის გოლს პიოტრ ჟიელინსკიმ უპასუხა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო წუთზე ხოსე მარია ხიმენესის გოლით იმარჯვა. „ატლეტიკომ“ 9 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში პსვ-ს ესტუმრება, ხოლო „ინტერმა“ პირველად წააგო ტურნირზე, 12 ქულა აქვს და „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტი“ 3:0 გაანადგურა. იტალიურმა გუნდმა მეორე ტაიმში ხუთწუთიან ინტერვალში სამი გოლი გაიტანა და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. „ატალანტას“ 10 ქულა აქვს და „ჩელსის“ შეხვდება, ხოლო „აინტრახტის აქტივში 4 ქულაა და „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

„არსენალი“ – „ბაიერნი“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ტიმბერი (22), 1:1 კარლი (32), 2:1 მადუეკე (69), 3:1 მარტინელი (77)

„აინტრახტი“ – „ატალანტა“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ლუკმენი (60), 0:2 ედერსონი (62), 0:3 დე კეტელარე (65)

„ატლეტიკო“ – „ინტერი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (9), 1:1 ჟიელინსკი (54), 2:1 ხიმენესი (90)

„ოლიმპიაკოსი“ – „რეალი“ 3:4 (1:3)

გოლები: 1:0 ჩიკინიო (8), 1:1 მბაპე (22), 1:2 მბაპე (24), 1:3 მბაპე (29), 2:3 ტარემი (52), 2:4 მბაპე (60), 3:4 ელ კააბი (81)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091927