თამაშგარე

15:05 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტს ოჯახმა უგანა

მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ბევრს ეცადა არნე სლოტი ბრიტანეთში დედაბუდიანად გადაბარგებულიყო და თავი შინაურულ გარემოში ეგრძნო (ეს კი მწვრთნელებს კარგი შედეგების ჩვენებაში ძალიან ეხმარებათ) ნიდერლანდელის ოჯახმა სამშობლოში დარჩენა არჩია, რაც ბრიტანელებს ნამეტანი არ ესიამოვნათ.

არნეს ცოლი მირიამ სლოტი ერთობ დაკავებული ქალია და ეინდჰოვენში საადვოკატო ბიუროში მუშაობს, ხოლო ორი შვილი უკვე სტუდენტები არიან და სამშობლოში სწავლობენ, რამაც დედასთან დარჩენა და სწავლის გაგრძელება გადააწყვეტინათ, „ლივერპულის“ მწვრთნელს კი მარტოს მოუწია ნისლიან ალბიონზე ცხოვრება.

მარტო მცხოვრები კაცის ამბავი თქვენც კარგად გეცოდინებათ. არნე მართალია დაკავებული კაცია და უცნაურ ადგილებში საწანწალოდ არ სცალია, მაგრამ ხალხნი ვართ და ოჯახობას რომ არ მოეწონება, სად რა ისეთი უცნაურობა არის მისთვის ჩასაფრებული - ეს ჯერ არავინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091803