თამაშგარე

15:52 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტებს ალისონის არ სჯერათ

„ლივერპულის“ და ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერმა ალისონ ბეკერმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ ლონდონელ მოცეკვავესთან, ირინა რებკასთან სერიოზული ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და თავისი ცოლის ისეთი ერთგულია როგორც არასოდეს. თუმცა ბრიტანეთის ბულვარულ მედიას მსგავსი განცხადებები როგორც წესი სიცილად არ ყოფნის.

რაკი თავად გოლკიპერმა ვერავინ დაარწმუნა საკუთარ უდანაშაულობაში, ასპარეზზე მისი ცოლი გამოვიდა, რომელმაც ქმრის ნაცვლად იფიც-იმტკიცა, რამაც მავანთა ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ალისონი 13 წელია დაქორწინებულია ნატალია ლოევეზე, რომელიც ექიმი-პედიატრია და სულაც არ ჰგავს ისეთ ქალს, თავისი „ოქროსავით“ ქმარი ვინმე ასე ადვილად რომ დაუთმოს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბრაზილიელი მეკარის ოჯახი გერმანული წარმოშობისაა (მისი პაპა და ბებია გერმანულად ლაპარაკობდნენ), სწორედ ამიტომაც ალისონს ბრაზილიურის გარდა აქვს გერმანული პასპორტიც, რაც გერმანიის მთავრობამ „გერმანულ-ჯიგრულ პონტში“ მისცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095557