ფეხბურთი

11:47 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ლეგენდამ შეაფასა სალაჰის თამაში „ნოტინგემთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა „წითლების“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თამაშზე. პრემიერლიგის მე-12 ტურში „ლივერპულის“ „ნოტინგემ ფორესტთან“ დამარცხების შემდეგ (0:3).

„ლივერპულისთვის“ ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის მო სალაჰის ან ვირჯილ ვან დეიკის მომავალი. ყველაზე მნიშვნელოვანი „ლივერპულის“ მიერ პრემიერლიგის მოგებაა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ მოთამაშეთაგან რომელიმე. თუ სალაჰი გააგრძელებს კომენტარების გამოქვეყნებას ან მისი აგენტი კრიპტოვალუტულ ტვიტებს გამოაქვეყნებს, ეს ეგოისტურია. ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა საფეხბურთო კლუბზე.“

„მინდა, მო სალაჰმა თავი ლიდერად წარმოაჩინოს, როგორც „ლივერპულის“ ერთ-ერთმა ლეგენდამ, წინ წავიდეს და გუნდის სახელით ისაუბროს. თუმცა, მწვრთნელს აშკარად ემუქრება გათავისუფლება. ნებისმიერი სპეციალისტი, რომელსაც ასეთი შედეგები აქვს, ზეწოლის ქვეშ იქნებოდა“, - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგისმე-12 ტურს შემდეგ, „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095394