ფეხბურთი

14:20 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის“ შემდეგ მაკტომინეის შეძენით კიდევ ერთი ლონდონური კლუბი დაინტერესდა

"ნაპოლის" შოტლანდიელი ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის შეძენით „ტოტენჰემის“ შემდეგ ლონდონის „არსენალიც“ დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „არსენალის“ წარმომადგენლები 28 წლის ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მაკტომინეი 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის შეცვლისთვის მზად იქნება.

სკოტ მაკტომინეის კარგმა თამაშმა არაერთი კლუბის ინტერესი გამოიწვია და ამავე წყაროზე დაყრდნობით ცოტა ხნის წინ გაუწყეთ, რომ მისით „ტოტენჰემიც“ სერიოზულად არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, „ნაპოლის“ ზაფხულში მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი "მანჩესტერში" თამაშობდა და "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი "პარტენოპეის" კარგად შეეწყო და სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091026