ჭადრაკი

21:19 | 20.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

გუნდისთვის პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას სპორტული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - B ჯგუფის ლიდერის სტატუსი ჩვენმა გოგონებმა ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

ბოლო ტურში საფრანგეთთან მატჩში ახალგაზრდული შემადგენლობა გამოვიდა, რაც გუნდის როტაციისა და გამოცდილების გაზიარების ნაწილია. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა - 1:3, თუმცა საქართველოს ნაკრები ჯგუფს ლიდერობს და პლეი-ოფში მთავარი ფავორიტის სტატუსით გავიდა.

ხვალ, 21 ნოემბერს, ლინარესში მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფლეი-ოფი იწყება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

აზერბაიჯანი - საქართველო

ფიდე - უზბეკეთი

აშშ - ჩინეთი

ყაზახეთი - ინდოეთი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101308