ფეხბურთი

20:42 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეისუკე ჰონდა: "იაპონიის ნაკრებს მუნდიალის მოგების პოტენციალი აქვს"

ვეტერანი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა ფიქრობს, რომ იაპონიის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის მოგება შეუძლია.

როგორც მან თქვა, იაპონიის ნაკრებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და მსოფლიოს ჩემპიონობის პოტენციალი აქვს:

„იაპონიას აქვს პოტენციალი, რომ მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხეულში მაინც მოხვდეს, შესაძლოა, ჩემპიონიც კი გახდეს. შეუძლებელი არაფერია და მათ ახლა ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამას შეძლებენ“, - თქვა ჰონდამ.

შეგახსენებთ, რომ კეისუკე ჰონდამ იაპონიის ნაკრებში 2008-2018 წლებში 98 მატჩში 38 გოლი გაიტანა. საკლუბო კარიერაში ის „ვენლოს“, ცსკა-ს, „მილანის“, „პაჩუკას“, „მელბურნის“, „ვიტესის“, „ბოტაფოგოს“, „პორტიმონენესეს“ და „ნეფთჩის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.183812