ფეხბურთი

12:48 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სოუჩეკს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, ხოლო ფეხბურთელები ბონუსების გარეშე დარჩნენ

მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ჩეხეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 6:0 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხმა ფეხბურთელებმა მადლობა მხოლოდ გასახდელის თავზე მსხდომ გულშემატკივრებს გადაუხადეს და კარს უკან მყოფ ეროვნული ნაკრების ფანკლუბ ,,კოტელთან" არ მივიდნენ.

მალევე ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არცერთი ფეხბურთელი არ დგას იმ ქვეყანაზე მაღლა, რომელსაც ის წარმოადგენს და არაფრით არის მეტი იმ ქომაგზე, რომელიც თავის ენერგიას და დროს ხარჯავს, რათა ნაკრების გვერდით იყოს.

ამრიგად ფედერაციის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩეხეთის ნაკრების კაპიტან ტომას სოუჩეკს ერთი მატჩით კაპიტნის სამკლაური ჩამოერთმევა, ხოლო ფეხბურთელები ვერ მიიღებენ ბონუსებს, რომლებიც ამ მატჩისთვის იყო განკუთვნილი. ეს თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მესამეზე გასულ ფარერებს მხოლოდ 1 ქულით აჯობა. ჩეხი გულშემატკივრები ყველაზე მეტად გაბრაზებულნი სწორედ ფარერებთან წაგებული მატჩის გამო იყვნენ და ფეხბურთელებს ამის გამო აკრიტიკებდნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩეხეი ფეხბურთელები ფანკლუბთან მადლობის გადასახდელად არ მივიდნენ.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099039