„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ბენჟამინ შეშკო მძიმე ტრავმას გადაურჩა. ინგლისურ კლუბში იმედოვნებენ, რომ სლოვენილი ვარჯიშს დეკემბრის დასაწყისში განაახლებს.
შეშკომ ტრავმა „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ასე არ გამოდგა - მას სავარაუდოდ 3 კვირა გაუცდება.
მიმდინარე სეზონში ბენჟამინ შეშკომ „მანჩესტერის“ მაისურით ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.






