კატალონიური „ბარსელონა“ ბრაზილიური კლუბ „ვასკუ და გამას“ მრავალმხრივი თავდამსხმელის, რაიანის, შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკრემ კონურმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
წყაროს ცნობით, ესპანურმა გიგანტმა უკვე წარუდგინა ბრაზილიურ გუნდს 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო შეთავაზება. „ბლაუგრანა“ მზადაა ნიჭიერი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25-დან 30 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.
2025 წელს რაიანმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში თავდამსხმელმა 17 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.






