ზაგრების გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი მედლის შანსი აქვს - ლუკა მაისურაძე ოქროსთვის, ხოლო საბა ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ კამერუნელი კევინ ბუდაინი, ფრანგი ტიზიე გნამიენი, ბელგიელი იარნე დუიკი და სერბი მილიან რადული დაამარცხა. შედეგად, ფინალშია, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.
+100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა ხორვატი მიკიტა სვირიდი, ფრანგი ტიმან დიაბი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან წააგო და ბრინჯაოსთვის მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვს იქნება. დღესვე მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა იასპარეზა, მაგრამ პირველივე შეხვედრა დათმო აზერბაიჯანელ ქანან ნასიბოვთან.
აქვე გეტყვით, რომ 100 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი.









