ფეხბურთი

15:55 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს და შესაძლოა, იანვარში თურქეთში გადავიდეს

„ბარსელონა“ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დატოვოს.

გერმანელ მეკარეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა აუცილებლად სჭირდება, რათა გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

პრაქტიკას ის „ბარსელონაში“ ვერ მიიღებს, რადგან ჟოან გარსიასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ ჰანსი ფლიკისთვის პრაქტიკულად მესამე არჩევანია. როგორც ცნობილი გახდა, ტერ შტეგენს შეთავაზება აქვს სტამბოლის „ბეშიქთაშიდან“.

ფინანსური და კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ არსებობს შანსი, რომ გერმანელი თურქული კლუბის შეთავაზებას დათანხმდეს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს, როდესაც კატალონიაში „გლადბახიდან“ გადავიდა. მას შემდეგ ის უცვლელად ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ ადგილი გასული სეზონის სტარტზე მძიმე ტრავმის შემდეგ დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098652