კალათბურთი

10:29 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კორსანტიას 7 ქულა და 6 მოხსნა ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მეშვიდე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ზამორას“ წინააღმდეგ მორიგი მარცხი განიცადა - 82:86.

ქართველ კალათბურთელს საკმაოდ ნაყოფიერი თამაში ჰქონდა - 18 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. კორსანტიამ 4-დან 2 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.

„გიპუზკოა“ 1 მოგებით და 6 წაგებით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, „ფუენლაბრადას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101566