მართალია უკვე 54 წლისა მოიყარა არგენტინელი ყოფილი სუპერ-მოდელი და მსახიობი ნატალია ერერა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი სახელის უბრალოდ ხსენებაც კი არგენტინის და სრულიად სამხრეთ ამერიკის მკვიდრ რაგინდარა ასაკის მამრებს კვლავინდებურად უჩქროლებს სისხლს.
ჯერ კიდევ დიეგო მარადონას სიჩაუქისა და სიდიადის ეპოქაში ნატალია არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ითვლებოდა და ამ წოდების მაძიებელ კონკურენტ ასულებს ისე „უპარდონოდ“ ისტუმრებდა დავიწყების და მიჩქმალვის მორევში, როგორც მარადონა მომხვდურ მცველებს.
ნატალია ერერა ახლაც არ დრკება და კვლავინდებურად აგრძელებს თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობას. წარმოდგენილ ფოტოებზე თქვენც კარგად ხედავთ, რომ ამაში სხეულის უზადო ფორმების შენარჩუნება უწყობს ხელს. ვარჯიში და სწორი კვება ერთადერთი „საიდუმლოა“ რითაც ნატალია მისადმი ცხოველ ინტერესს ინარჩუნებს.









